X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

2024-2030 წლების საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სატრატეგიის და 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები

26 ივნისი 2024

2024 წლის 26 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში გამართავს საჯარო კონსულტაციებს, 2024-2030 წლების საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სატრატეგიის და 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტებთან დაკავშირებით.

რეგიონებში დაგეგმილი საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზანია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროცესში, რომლის შედეგადაც მიღებული უკუკავშირი გაანალიზდება და გათვალისწინებული იქნება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დახვეწისთვის.

საჯარო კონსულტაციებზე დასწრება თავისუფალია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

საჯარო კონსულტაციებზე განსახილველი სტრატეგიის პროექტი ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

https://shorturl.at/tmNaS

დანართი: საჯარო კონსულტაციების განრიგი - https://shorturl.at/oWDv9